Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ხელისუფლების თანახმად, გალის რაიონში ლიკვიდირებულია ქართული დივერსიული ჯგუფის წევრი


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ირწმუნება, რომ გალის რაიონში ლიკვიდირებულია ქართული დივერსიული ჯგუფის წევრი. კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დივერსიულ-ტერორისტული აქტის განსახორციელებლად აფხაზეთში იმყოფებოდა პირი, რომლის დასაკავებლად 13 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ პრიმორსკთან სპეცოპერაცია ჩატარდა. ამავე კომიტეტის მტკიცებით, დივერსანტმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ის მოკლულია საპასუხო სროლის შედეგად. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, დაკავებულია საქართველოს სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი, რომლებიც სოფელ პრიმორსკის მცხოვრებნი არიან.
XS
SM
MD
LG