Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიბეტის მოსახლეობა ჩინეთის პოლიციის „სისასტიკეს“ აპროტესტებს


როგორც იტყობინებიან, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ათასობით ტიბეტელმა გამართა დემონსტრაცია მას შემდეგ, რაც პოლიციამ ოთხი ადამიანი სცემა. ორგანიზაცია „თავისუფალი ტიბეტი“, რომელსაც დიდ ბრიტანეთში უდევს ბინა, აცხადებს, რომ ასობით ადამიანი შეიკრიბა პოლიციის შენობების წინ პროვინცია სინხაის ტონგრენის რაიონში მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მანქანიდან გადმოათრიეს ოთხი ეთნიკური ტიბეტელი, სცემეს ისინი და იარაღით დააშინეს. ამერიკული მაუწყებელი რადიო თავისუფალი აზია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პოლიციელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და ოთხი მამაკაცი „სასტიკად სცემეს“. საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია გავრცელებულმა ცნობებმა მეზობელ სეჩუანის პროვინციაში ორშაბათს მომხდარი შეტაკებების შესახებ, რომლებიც მოხდა მას მერე, რაც ეთნიკურმა ტიბეტელებმა ჩინეთს მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ცეცხლი წაიკიდეს.
XS
SM
MD
LG