Accessibility links

ყაზახეთში გაასამართლეს ტერორისტული დაჯგუფების სავარაუდო წევრი


ოთხშაბათს ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ აქტობეს სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ტერორისტული დაჯგუფების სავარაუდო წევრს. მას ბრალად ედება ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, უკანონო იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვა. სასამართლოს წარმომადგენლების განცხადებით, ბრალდებული რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების წევრი იყო. ამ დაჯგუფებას გასულ წელს პოლიციელის მკვლელობასთან აქვს კავშირი. სასამართლო პროცესს წინ უძღოდა ყაზახეთის დასავლეთ რეგიონებში რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტები, რომლებშიც სავარაუდოდ რელიგიური ექსტრემისტები მონაწილეობდნენ. 2011 წლის მაისში ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ აქტობეს მოსახლემ - პირველად ყაზახეთის ისტორიაში - აიფეთქა თავი ეროვნული უშიშროების კომიტეტის ადგილობრივი ფილიალის შესასვლელში, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG