Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში „პუსი რაიოტის“ მხარდამჭერებმა აქცია მოაწყვეს


მოსკოვში „პუსი რაიოტის“ მხარდამჭერებმა აქცია მოაწყვეს
მოსკოვში ოთხშაბათს ოცმა აქტივისტმა გამართა აქცია ქალთა პანკჯგუფის „პუსი რაიოტის“ წევრების მხარდასაჭერად. აქცია მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის წინ გაიმართა. ნიღბიან აქტივისტებს ეჭირათ დიდი ასოები, რომლებიც ქმნიდა ლოზუნგს „ნეტარ არიან მოწყალენი”. ტაძრის დაცვა აქტივისტების დაშლას შეეცადა რამაც მათ შორის ჩხუბი გამოიწვია. პოლიციამ ადგილზე მისვლისას ოთხი ადამიანი დააკავა. „პუსი რაიოტის“ სამი წევრის: ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას, მარია ალიოხინასა და ეკატერინა სამუცევიჩის წინააღმდეგ, რომელთაც თებერვალში მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პუტინის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული პერფორმანსი მოაწყვეს, საქმეა აღძრული. მათ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო განაჩენი 17 აგვისტოს გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG