Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს ყაზახი ოპოზიციონერის სასამართლო პროცესს


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, რობერტ ბლეიკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით მიადევნებს თვალს ყაზახეთის ოპოზიციის ლიდერის სასამართლო პროცესს, რომელიც 16 აგვისტოს დაიწყება. ამერიკელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ვლადიმირ კოზლოვის სასამართლო სამართლიანად ჩატარდება და ის არ დახევს უკან ყაზახეთის დემოკრატიულ რეფორმებს. დაურეგისტრირებელი ოპოზიციური პარტიის, „ალღას“ ლიდერი ვლადიმირ კოზლოვი იანვარში დააპატიმრეს. მას ბრალად ედება დეკემბრის შუა რიცხვებში შუღლის გაღვივებაში ქალაქ ჟანაოზენში, სამართალდამცავებსა და აჯანყებულ მენავთობეებს შორის შეტაკების დროს, სადაც პოლიციამ ცეცხლი გახსნა და მოკლა 16 ადამიანი. კოზლოვი და მისი მხარდამჭერები უარყოფენ ბრალდებას და ამბობენ, რომ საქმეს პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად.
XS
SM
MD
LG