Accessibility links

logo-print

სავარაუდო სამხედრო დამნაშავე უნგრეთში დეპორტაციას გადაურჩა


ავსტრალიის უზენაესმა სასამართლომ ოთხშაბათს არ დაუჭირა მხარი 90 წლის ჩარლს ზენტაის უნგრეთში ექსტრადიციის მოთხოვნას. მას უნგრეთში სამხედრო დანაშაულში სდებენ ბრალს. სავარაუდოდ ჩარლზ ზენტაი იყო ერთ-ერთი იმ სამი უნგრელი პრონაცისტი ჯარისკაციდან, რომლებმაც ბუდაპეშტში 1944 წელს წამებით მოკლეს ებრაელი ბიჭი. ის ყოველთვის უარყოფდა ამ ბრალდებას. ზენტაიმ გასულ წელს ექსტრადიცია გაასაჩივრა და მოიგო სასამართლო პროცესი. სხვა სამართლებრივი მტკიცებულების განხილვამდე იგი გირაოთი გაუშვეს. მთავრობამ ეს განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ სასამართლომ აპელაცია არ დააკმაყოფილა. ზენტაიმ უარყო სიმონ ვიზენტალის ცენტრის ბრალდებები, რომ იგი მონაწილეობას იღებდა 18 წლის პეტერ ბალაშის წამებით მოკვლაში. სავარაუდოდ ზენტაიმ და ორმა სხვა სამხედრომ ბუდაპეშტში წამებით მოკლეს ბალაში და შემდეგ მისი გვამი მდინარე დუნაიში გადააგდეს.
XS
SM
MD
LG