Accessibility links

logo-print

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს კავშირს ორ მასობრივ მკვლელობას შორის


ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ნებისმიერი სახის კავშირს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ალმა-ათის რეგიონში მომხდარ ორ მასობრივ მკვლელობას შორის. მინისტრის პრეს-სპიკერმა ნურდილდა ორაზმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კვირაში ილე-ალათაუს ეროვნულ პარკში მომხდარ მასობრივ მკვლელობასა და მაისში ერთ-ერთ სოფელში მესაზღვრეების მასობრივ მკვლელობას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. მანამდე, მიმდინარე კვირაში, პოლიციამ ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ათის სამხრეთით მდებარე ილე-ალათაუს ეროვნულ პარკში, ადგილობრივ მეტყევეთა ტერიტორიაზე და მის მახლობლად, იპოვა 11 გვამი დანით მიყენებული ჭრილობებით. მათგან ხუთი დამწვარი იყო. მაისში იმავე რეგიონში ერთი მეტყევე და 14 მესაზღვრე მოკლეს და დაწვეს საგუშაგო პოსტთან, ყაზახეთ-ჩინეთის საზღვართან. საგუშაგოს ერთ-ერთი მესაზღვრე, რომელიც ცოცხალი იპოვეს, შემდეგ მკვლელობაში დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG