Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ავიაბაზეზე თავდასხმისას 9 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანში მებრძოლები თავს დაესხნენ ქალაქ კამრაში განთავსებულ სამხედრო ავიაბაზას. დაიღუპა ერთი ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურე და რვა თავდამსხმელი. სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კამრა ისლამაბადიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. პაკისტანის ყველა ბაზაზე განგაშია გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG