Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა ჯულიან ასანჟს


ეკვადორმა მიიღო გადაწყვეტილება და პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა „ვიკილიქსის“ დამაარსებელს, ჯულიან ასანჟს. ლონდონში ეკვადორის საელჩოს ასანჟმა ივნისში მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თხოვნით, რათა თავიდან აეცილებინა შვედეთში ექსტრადიცია - სადაც მას სექსუალურ ძალადობაში წაუყენებდნენ ბრალს. ასანჟი შიშობდა, რომ მას აშშ-ს გადასცემდნენ - სადაც შესაძლოა ჯაშუშობის ბრალდება წაუყენონ, ამერიკელი ჯარისკაცისგან მიღებული დიპლომატიური დოკუმენტების ინტერნეტში გამოქვეყნებისთვის. გადაწყვეტილების გამოცხადებამე ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რიკარდო პატინომ ბრიტანეთი დაადანაშაულა ეკვადორის საელჩოში შეჭრის შესახებ მუქარაში, ასანჟის დაპატიმრების მიზნით.
XS
SM
MD
LG