Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის საჰაერო ბაზაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა


რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ცნობით, პაკისტანის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა საჰაერო ბაზაზე ხუთშაბათს მიტანილ იერიშზე. როგორც იუწყებიან, პირმა, რომელიც თავს პაკისტანის თალიბანის პრეს-მდივნად ასახელებს, დაადასტურა ცნობა, რომ იერიშისას მოკულ იქნა ცხრავე თავდამსხმელი. იერიშის სამიზნე ცენტრალურ ქალაქ კამრაში მდებარე მინჰასის საჰაერო ბაზა იყო. პრეს-მდივნის განცხადებით, ექსტრემისტები კვლავაც გააგრძელებენ ამგვარ თავდასხმებს პაკისტანის სამხედრო და უშიშროების სტრუქტურებზე. შეტაკება ორ საათზე დიდხანს გაგრძელდა. დაიღუპა ერთი ჯარისკაცი. ბოლოს მთავრობის ძალებმა შესძლეს ბაზაზე სრული კონტროლის აღდგენა. როგორც იუწყებიან, თავდამსხმელები თვითმკვლელი მოიერიშეების ქამრებით, ავტომატებით და ნაღმებით იყვნენ შეიარაღებულნი. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, მინჰასის საჰაერო ბაზაზე - რომელიც დედაქალაქ ისლამაბადიდან 70-მდე კილომეტრის მოშორებით, ჩრდილოდასავლეთით მდებარეობს - შესაძლოა პაკისტანის ბირთვული არსენალის ნაწილი ინახებოდეს.
XS
SM
MD
LG