Accessibility links

logo-print

რუსეთის პატრიარქმა პოლონეთში ისტორიული ვიზიტი დაიწყო


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილემ ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი დაიწყო პოლონეთში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ - როცა ქვეყანამ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა - ეს პირველი შემთხვევაა, რომ რუსეთის ეკლესიის მამამთავარი პოლონეთს სტუმრობს. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში კირილე შეხვედრებს გამართავს პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან, მოინახულებს რამდენიმე ეკლესიას და შეხვდება პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის მაღალჩინოსნებს. ვიზიტის მთავარი მომენტი იქნება ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც პოლონელ და რუს ხალხებს მოუწოდებს ერთმანეთს მიუტევონ საერთო ისტორიის ბნელი ფურცლები. დოკუმენტის ხელისმომწერები იქნებიან კირილე და პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, არქიეპისკოპოსი იოზეფ მიხალიკი. ხელმოწერის ცერემონია 17 აგვისტოს, ვარშავაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG