Accessibility links

logo-print

ისლამური თანამშრობლობის ორგანიზაციამ სირიას წევრობა შეუჩერა


57 წევრისგან შემდგარმა მუსულმანურმა ბლოკმა, ისლამური თანამშრობლობის ორგანიზაციამ სირიას წევრობა შეუჩერა და ამის მიზეზად დაასახელა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხრიდან ამბოხებაზე ძალადობრივი ზეწოლა. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის სამიტის მეორე დღეს, მექაში მიიღეს, ირანის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად. პარალელურად, სირიიდან მოსული ცნობებით, სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა მთავრობის ძალების საჰაერო თავდასხმას ქალაქ აზაზზე, ალეპოდან ჩრდილოეთით. უფრო ადრე დამასკში სამხედრო შენობაში ბომბი აფეთქდა. შენობა მდებარეობს იმ სასტუმროსთან ახლოს, რომელშიც გაეროს 100-მდე დამკვირვებელი იყო დაბინავებული. დაიჭრა სამი ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მეამბოხე ძალამ, თავისუფალი სირიის არმიამ იკისრა.
XS
SM
MD
LG