Accessibility links

logo-print

ერაყში თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა


გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა და 70-მდე დაიჭრა ერაყში მომხდარი თავდასხმების შედეგად. აფეთქებები მოხდა ბაღდადში, ისევე როგორც ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში. აგვისტოს განმავლობაში ერაყში მოწყობილ თავდასხმებს 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ძალადობა მოწმობს, რომ ალ-ყაიდის ერაყული დანაყოფის ხელმძღვანელობით მოქმედი მეამბოხეები ქვეყანაში საშიშ ძალად რჩებიან - მას შემდეგ, რაც ქვეყანა ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა რვა თვის წინ დატოვა.
XS
SM
MD
LG