Accessibility links

logo-print

ეკვადორმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა ვიკილიკსის დამაარსებელს


ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა პოლიტიკურ თავშესაფარს მიანიჭებს „ვიკილიქსის“ დამაარსებელს, ჯულიან ასანჟს. მინისტრმა, რიკარდო პატინომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებები მოიხსენია და განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მთავრობას არ მიუღია დამაკმაყოფილებები პასუხები, როცა ბრიტანეთის, შვედეთის და აშშ-ის მთავრობებს სთხოვა გარანტია, რომ ასანჟის სასამართლო სამართლიანი იქნებოდა და მას მესამე ქვეყანას არ გადასცემდნენ, სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით. ამასთან, პატინომ ბრიტანეთი იმ „მუქარის“ გამოც გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, ლონდონმა ეკვადორის მიმართ გამოთქვა, ასანჟისთვის თავშესაფრის მინიჭების შემთხვევაში. ლონდონში ეკვადორის საელჩოს ასანჟმა ივნისში მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით, რათა თავიდან აეცილებინა შვედეთში ექსტრადიცია - სადაც მას სექსუალურ ძალადობაში წაუყენებდნენ ბრალს. ასანჟი შიშობდა, რომ მას აშშ-ს გადასცემდნენ - სადაც შესაძლოა ჯაშუშობის ბრალდება წაუყენონ, ამერიკელი ჯარისკაცისგან მიღებული დიპლომატიური დოკუმენტების ინტერნეტში გამოქვეყნებისთვის.
XS
SM
MD
LG