Accessibility links

logo-print

ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის შვიდი ამერიკელი ჯარისკაცია


ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების განცხადებით, ავღანეთის სამხრეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 11 ადამიანი, მათ შორის 7 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. გავრცელებულ განცხადებაში თალიბანის პრეს-მდივანი, ყარი იუსუფ აჰმადი აცხადებს, რომ ამერიკული ვერტმფრენი თალიბანის მებრძოლების ჩამოგდებულია. ამ განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. ISAF-ის პრეს-მდივანმა, ბრიგადის გენერალმა გიუნტერ კაცმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ კატასტროფას კიდევ ოთხი ავღანელი შეეწირა - მათ შორის ერთი სამოქალაქო პირი, თარჯიმანი და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სამი წევრი. უფრო ადრე ISAF-მა გაავრცელა ცნობა, რომ დაღუპულებს შორის იყვნენ სამი ამერიკელი სამხედრო და მისი ძალების ოთხი წევრი, რომელთა მოქალაქეობა დაკონკრეტებული არ იყო. კაცის თქმით, ვერტმფრენი ჩამოვარდა ყანდაარში, რომელიც თალიბანისთვის ტრადიციულ დასაყრდენ პროვინციას წარმოადგენს და კატასტროფის მიზეზები გამოძიების პროცესშია.
XS
SM
MD
LG