Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო წყვეტს სირიაში სადამკვირვებლო მისიას


გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს გასცა ბრძანება სირიაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის შეწყვეტის თაობაზე - თუმცა მხარი დაუჭირა მოწოდებებს, რომ დამასკში შენარჩუნდეს სამოქალაქო ოფისი. ეს გადაწყვეტილება საბჭომ სირიის კონფლიქტის შესახებ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. გაეროში საფრანგეთის წარმომადგენელმა, ჟერარ არომ - რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს მორიგე პრეზიდენტია - განაცხადა, რომ მისიის გაგრძელებისთვის საჭირო პირობები არ არის შესრულებული. მისიას ვადა კვირას შუაღამით ეწურება. მისი თქმით, პროგრესი თითქმის არ მოჰყოლია მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ძალადობის შეჩერებას და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დარწმუნებას არ გამოიყენებინა მძიმე შეიარაღება სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. შეუიარაღებელი სამხედრო დამკვირვებლები დამასკს რამდენიმე დღეში დატოვებენ, თუმცა სამოქალაქო ოფისი ადგილზე დარჩება და მოვლენებს დააკვირდება.
XS
SM
MD
LG