Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთისა და რუსეთის რელიგიური ლიდერები ხელს მოაწერენ ურთიერთპატიების დოკუმენტს


დღეს პოლონეთში რუსეთის პატრიარქი კირილი ხელს მოაწერს დოკუმენტს, რომელიც პოლონელებსა და რუსებს ერთმანეთის პატიებისა და მათი საერთო ისტორიის მძიმე თავების დავიწყებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტს ვარშავის სამეფო სასახლეში რუსეთის პატრიარქთან ერთად ხელს მოაწერს პოლონეთის არქიეპისკოპოსი იოზეფ მიხალიკი. ხუთშაბათს რუსეთის პატრიარქი კათოლიკური ეკლესიის ლიდერებს, მოგვიანებით კი ქვეყნის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდა. კირილის ოთხდღიანი ვიზიტი პოლონეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის პირველი ვიზიტია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.
XS
SM
MD
LG