Accessibility links

logo-print

ნორვეგიის პოლიციის უფროსი გადადგა


ნორვეგიის პოლიციის უფროსი ოისტეინ მელანდი თანამდებობიდან გადადგა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად იქცა დამოუკიდებელი კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც პოლიციას აკრიტიკებს შარშან, 22 ივლისს ოსლოსა და კუნძულ უოტიაზე ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი ტერაქტების გამო. მელანდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის მინისტრისა და ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსების მხრიდან ნდობას ვეღარ გრძნობს. კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ კუნძულ უტოიაზე მსხვერპლის რაოდენობა შეიძლებოდა ნაკლები ყოფილიყო, პოლიციას უფრო ოპერატიულად რომ ემოქმედა. პოლიცია კუნძულზე სროლის დაწყების შესახებ პირველი შეტყობინებიდან მხოლოდ ნახევარ საათში მივიდა. ტერაქტების მსხვერპლი 77 ადამიანია. მათგან 8 ოსლოში აფეთქებას ემსხვერპლა, 69 კი კუნძულ უტოიაზე დაიღუპა. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ზოგიერთმა მედია-საშუალებამ პრემიერ-მინისტრის გადადგომაც მოითხოვა. თუმცა, მიმოხილველების აზრით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.
XS
SM
MD
LG