Accessibility links

logo-print

რუსეთის მართლმადიდებელი და პოლონეთის კათოლიკური ეკლესიები შერიგებისკენ მოწოდებით გამოდიან


პოლონეთში ვიზიტად მყოფმა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა" კირილემ და მასპინძელმა, პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკოპოსმა იუზეფ მიხალიკმა, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც პოლონეთის და რუსეთის ხალხებს მათი საერთო ისტორიის მძიმე თავების გამო ურთიერთპატიებისკენ მოუწოდებს. ხელმოწერის ცერემონია შედგა ვარშავაში, სამეფო სასახლეში. ხუთშაბათს რუსეთის პატრიარქი კათოლიკური ეკლესიის ლიდერებს, მოგვიანებით კი ქვეყნის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდა. კირილეს ოთხდღიანი ვიზიტი პოლონეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის პირველი ვიზიტია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა პოლონეთმა კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG