Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი სიტყვიერად ესხმის თავს ისრაელს


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, რომელიც ისრაელზე სიტყვიერ თავდასხმას ხშირად მიმართავს, განაცხადა, რომ ებრაელთა სახელმწიფოს არსებობა „შეურაცხყოფაა მთელი კაცობრიობისთვის“. აჰმადინეჟადის განცხადება მოჰყვა პალესტინელთა მხარდამჭერ მსვლელობებს, ყოველწლიურ „ყუდის", იერუსალიმის დღის აღნიშვნას მთელ ირანში. ეს დღეს აღინიშნება წმინდა თვის, რამადანის ბოლო პარასკევს. აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ "ყუდის" დღე, გაერთიანების დღეა, რათა, როგორც მან თქვა, წაიშალოს სიონიზმი, როგორ „შავი ლაქა“ ადამიანთა საზოგადობიდან. ირანის პრეზიდენტმა დაადანაშაულა დასავლეთი ისრაელის მხარდაჭერაში და ებრაელთა სახელმწიფოს უწოდა „ახლო აღმოსავლეთის და მთელი მსოფლიოს კონტროლის იარაღი". აჰმადინეჟადის გამოთქმები ახლავს აშკარა დებატებს ისრაელის მხრივ, დაესხას თუ არა თავს ირანს, მისი ბირთვული პროგრამის გამო. ისრაელი ირანს მიიჩნევს მისი არსებობისთვის სახიფათოდ ბირთვული პროგრამის და ირანის ლიდერების არაერთხელ მოწოდებების გამო, რომ ებრალეთა სახელმწიფო "უნდა წაიშალოს".
XS
SM
MD
LG