Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საერთაშორისო ჯარის ორი სამხედრო დახოცეს


ნატოს ოფიციალური ცნობით, აშშ-ის ორი სამხედრო დახოცა ავღანელმა პოლიციელმა. შემთხვევა მოხდა ფარაჰის დასავლეთ რეგიონში, პარასკევს. ალიანსის წარმომდგენელმა, ჯეიმი გრეიბილმა დაადასტურა მომხდარი და თქვა, რომ თავდამხმელი მოკლეს. ნატოს პრესრელიზის თანახმად, პოლიციელი მარტო მოქმედებდა. ნატოს მონაცემებით, 39 უცხოელი ჯარისკაცი იქნა მოკლული წელს ავღანეთში ადგილობრივი მუშების, ან ავღანეთის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლების მიერ. ავღანეთშივე ნატოს ვერტმფრენის ჩამოვარდნას თერთმეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 ამერიკელი ჯარისკაცია. თალიბანმა განაცხადა, რომ მან ჩამოაგდო ვერტმფრენი. ეს ცნობა დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია.
XS
SM
MD
LG