Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში სირიის გარშემო მსჯელობას გააგრძელებენ


მას მერე, რაც გაერომ დაასრულა თავისი სამეთვალყურეო მისია სირიაში, პარასკევს იმართება შეხვედრა, რომელზეც სირიის კრიზიის გარშემო იმსჯელებენ. რუსეთის ელჩმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მოსკოვის მოწოდებით შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებენ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები, ასევე საუდის არაბეთი და ირანი. ხუთშაბათს, გაეროს სამშვიდობო ძალების მეთაურის მოადგილემ განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ და მეამბოხეებმა "ომის გზა აირჩიეს". „ფრანცპრესის" ცნობით, სამთავრობო ჯარის და მეამბოხეთა შეტაკება მოხდა დამასკის აეროპორტის მახლობლად. მეამბოხეების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთშიც. დღესვე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა მოუწოდა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს გადადგეს.
XS
SM
MD
LG