Accessibility links

logo-print

დასავლეთი ჰგმობს „პუსი რაიოტისთვის“ გამოტანილ განაჩენს


რუსეთში და მის გარეთ დაგმეს „პუსი რაიოტის“ სამი წევრის მიმართ მოსკოვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, ორწლიანი პატიმრობა. რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა და კორუფციასთან მებრძოლმა ბლოგერმა, ალექსეი ნავალნიმ მათ პატიმრობას „პუტინის პირადი შურისძიება“ უწოდა. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ხელმძღვანელი, კეთრინ ეშტონი და მოსკოვში აშშ-ის საელჩო განაჩენს „არაპროპორციულად“ მიიჩნევენ. ეუთოს განცხადებით, განაჩენი ნაწილია სახიფათო ტენდენციისა, ჩაახშონ სიტყვის თავისუფლება. გერმანიამ სასამარლოს გადაწყვეტილებას უწოდა „შემაძრწუნებელი“. უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, „ამნესტი ინტერნეშნლმა“ გამოაცხადა, რომ განაჩენი „მწარე დარტყმაა“ სიტყვის თავისუფლებისთვის რუსეთში.
XS
SM
MD
LG