Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში სპეცსამსახურის შტაბის შენობაზე მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 სამხედრო მოსამსახურე


იემენის სამხრეთში, ქალაქ ადენში, დღეს სპეცსამსახურის შტაბის შენობაზე მეამბოხეთა ჯგუფის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 სამხედრო მოსამსახურე. როგორც ფრანს პრესს ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენელმა შეატყობინა ანონიმურობის დაცვის პირობით, 11 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული, კიდევ სამი დაიღუპა, როცა თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა შტაბის შენობასთან. ხელისუფლებამ მომხდარისთვის პასუხისმგებლობა „ალ-ყაიდის“ მებრძოლებს დააკისრა.
XS
SM
MD
LG