Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრთა სასჯელის გამო


მეორე დღეა, გრძელდება რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა მას მერე, რაც გუშინ მოსკოვის სასამართლომ ქალთა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ სამ წევრს ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა თებერვალში მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ პერფორმანსის ჩატარებისთვის. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ევროპის კავშირმა გააკრიტიკეს განაჩენი და მას გადაჭარბებული უწოდეს. რადიო „ეხო მოსკვიმ“ სატელეფონო გამოკითხვაში დაადგინა, რომ რესპონდენტთა სამი მეოთხედი არ ეთანხმება განაჩენს. მოსკოვის პოლიციამ შაბათს განაცხადა, რომ პარასკევს სასამართლოს შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის ყველა, 50-ზე მეტი მონაწილე გათავისუფლებულია, მათ შორის მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჭადრაკში, ოპოზიციის ლიდერი გარი კასპაროვი. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სასამართლოს ლმობიერებისკენ მოუწოდა. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდებს, რომ მარია ალიოხინა, ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა და ეკატერინა სამუცევიჩი შესაძლოა სააპელაციო სასამართლომ შეიწყალოს.
XS
SM
MD
LG