Accessibility links

logo-print

ჩინეთი და რუსეთი მიესალმნენ დიპლომატ ლახდარ ბრაჰიმის დანიშვნას სირიაში საერთაშორისო შუამავლად


ჩინეთი მიესალმა დიპლომატ ლახდარ ბრაჰიმის დანიშვნას სირიაში საერთაშორისო შუამავლად. შაბათს გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ის მზადაა, ითანამშრომლოს ბრაჰიმისთან, რათა მოგვარდეს კონფრონტაცია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსა და მეამბოხე ოპოზიციას შორის. ამავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს ბრაჰიმისთან და მოუწოდა მას, თავისი საქმიანობა დაამყაროს მისი წინამორბედის, კოფი ანანისეულ გეგმას.
XS
SM
MD
LG