Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაი დაესწრო დიდი ბრიტანეთისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის 93-ე წლისთავის ცერემონიას


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ქაბულში დაესწრო ცერემონიას დიდი ბრიტანეთისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის 93-ე წლისთავთან დაკავშირებით. მან გვირგვინი მიიტანა თავისუფლების ძეგლთან, თავდაცვის სამინისტროს კომპლექსის ტერიტორიაზე. როგორც წესი, ავღანელები არ აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს. ავღანეთსა და ინგლისს შორის მეორე ომის დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთი კიდევ 40 წლის განმავლობაში აკონტროლებდა ავღანეთის საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი.
XS
SM
MD
LG