Accessibility links

შაბათს პრაღაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გეი აღლუმში


შაბათს პრაღაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გეი აღლუმში. დემონსტრანტთაგან ზოგმა ისარგებლა შესაძლებლობით, რათა აღშფოთება გამოეხატა მოსკოვის სასამართლოს მიერ „პუსი რაიოტის“ მონაწილეთათვის გამოტანილი განაჩენის გამო. აღლუმმა, რომელიც მუსიკალურ ღონისძიებებსაც შეიცავდა, ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ორგანიზატორთა შეფასებით, მანიფესტაციაში მონაწილეობა მიიღო 10-დან 15 ათასამდე ადამიანმა. მათ შორის იყო შეერთებული შტატების ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ნორმან აიზენი. ჩეხეთი ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს შორის პირველია, სადაც კანონით ნებადართულია ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება.
XS
SM
MD
LG