Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდი ადამიანი იმსხვერპლა ინგუშეთში პოლიციელის დასაფლავებაზე მოწყობილმა ტერაქტმა


სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიხოცა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების დროს, რუსეთის ინგუშეთის რესპუბლიკაში. კვირას მოწყობილი ტერორისტული აქტი მოჰყვა პოლიცილის მოკვლას შაბათს. ბომბი აფეთქდა ქალაქ მალგობეკში, მოკლულის, ილეზერ კორიგოვის დასაფლავებაზე მისასამძიმრებლად მისული პოლიციელების კოლეგის სახლის ეზოში შესვლისას. 10-ზე მეტი პირი დაშავებულია, სამი მძიმედ. მეზობელი დაღესტნის რესპუბლიკაში, შაბათს ღამით, ორი ნიღბიანი პირი შევიდა შიიტთა მეჩეთში და ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფთ. რვა პირი დაშავდა.
XS
SM
MD
LG