Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დედაქალაქში აფეთქებისას სუნიტი სასულიერო პირი დაშავდა


ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დღეს მძიმედ დაშავდა სუნიტი სასულიერო, პირი, მაჰდი ას-სუმაიდაი. დაიღუპა მისი ერთი მცველი. პოლიციამ მომხდარი ფაქტი დაადასტურა. აფეთქება მოხდა მეჩეთაიდან სუმაიდაის გამოსვლის შემდეგ. იქ მან ღვთისმსახურება ჩაატარა მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასრულების, გამო. რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირმა მოუწოდა თავის მომხრეებს, მხარი დაუჭირონ მთავრობას, რომელსაც შიიტი ნური ალ-მალიქი განაგებს.
XS
SM
MD
LG