Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: “ყველა უნდა ამოვიდეს ბახმაროში და ნახოს ის ნამდვილი სასწაული, რომელიც აქ არის"


“ინტერპრესნიუსის” ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ბახმაროში დოღს დაესწრო. სპორტული ღონისძიების დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა. სააკაშვილმა მათ ფერიცვალება მიულოცა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა. "თქვენ ამოხვედით ძალიან მაგარი გზით, რადგან ჩვენი დიდი ხნის სურვილი ასრულდა. მეორე, თქვენ ნახეთ რომ პირველად ბახმაროს ცენტრი კეთდება ძალიან მაგრად. გაკეთდა კულტურული ობიექტები, სავაჭრო ობიექტები, შესაკრები ადგილები და, ერთი სიტყვით, ბახმარო ნამდვილ თანამედროვე კურორტს ემსგავსება, თუმცა, ბახმარო ჩვენ ვიცით მარტო ზაფხულში. ზამთარში ესაა ადგილი, სადაც არაფერი ხდება. ჩვენ უკვე დავაყენეთ ქარის რადარები, წელს ვიწყებთ მოსამზადებელ სამუშოებს და ბახმაროში სათხილამურო კურორტის კეთებას. ბახმარო არავიზე ნაკლები არაა. აქ უნდა იყოს დასვენება ზამთარ-ზაფხულს”, - განაცხადა, ინტერპრესნიუსის თანახმად, პრეზიდენტმა ადგილობრივებთან შეხვედრისას. მისივე განმარტებით, მთავრობას ბახმაროსთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. “როგორც ხედავთ, რასაც დაგპირდით 4 თვის წინ, შევასრულეთ. ახლა ბახმაროსა და აქაურობაზე მე და რამაზს ბევრად დიდი გეგმები გვაქვს. ძალიან მაგარი ადგილი გაკეთდება და გამოვა. ასე რომ, გაუმარჯოს დღევანდელ დღესასწაულს, გილოცავთ ფერიცვალებას, გაუმარჯოს გურიას და გურულებს”, თქვა სააკაშვილმა ბახმაროში.
XS
SM
MD
LG