Accessibility links

logo-print

აიათოლა ხამენეიმ ისრაელს „კიბოს სიმსივნე“ უწოდა


ირანის რელიგიურმა ლიდერმა კვლავ გაიმეორა ისრაელისადმი კრიტიკა, რაც გაეროს, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაგმობილ იქნა. მუსლიმთათვის წმინდა თვის, რამადანის დასრულებისადმი მიძღვნილ ზეიმზე, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელს უწოდა „კიდოს სიმსივნე“, რომელიც უდიდესი პრობლემაა, რომელსაც მუსლიმები დღესდღეობით აწყდებიან, თქვა აიათოლამ." სიმსივნედ" ისრაელს ხამენეი და ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰამადინეჟადი ახასიათებენ, რათა წარმოადგინონ ისრაელი უკანონო სახელმწიფოდ. გასულ ოთხშაბათს, ხამენიმ ისრაელს უწოდა „ფიქცია და ყალბი სიონისტური გამონაზარდი“, რომელიც ერთ დღეს არსებობას შეწყვეტს. აჰმადინეჟადმა პარასკევს განაცხადა, რომ „სიონისტური რეჟიმი და სიონიზმი კიბოს სიმსივნეა“.გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, რომელიც მიწვეულია ირანში, თეირანში აგვიტოს ბოლოსთვის, სამმიტზე, განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამ „აგრესიული და წამქეზებლური ბუნების განცხადებებით“.
XS
SM
MD
LG