Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიკილიკსის დამფუძნებელმა ეკვადორის საელჩოს აივნიდან მიმართა მომხრეებს და ჟურნალისტებს


ვიკილიკსის დამაარსებელმა, ჯულიან ასანჟმა, რომელმაც ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოში მოიპოვა დიპლომატიური თავშესეფარი, საელჩოს შენობის აივნიდან მიმართა მომხრეებს და ჟურნალისტებს. ასანჟს არ შეუძლია შენობის დატოვება, რადგან მას ბრიტანეთის სასამარლოს გადაწყვეტილებით, შვედეთისთვის გადაცემა, დაპატიმრება ემუქრება. შვედეთში მის სიმართ საქმეა აღძრული სექსუალური დანაშულის მუხლით. ასანჟი გამოვიდა მოწოდებით, დაიცვან მსოფლიოში სიტყვის თავისუფლება და მადლობა უთხრა მომხრეებს, ეკვადორის მთავრობას თანადგომისთვის. მან მიმართა აშშ-ს, შეწყიტოს „კუდიანების დევნა“, რომელიც მიმართულია მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ. ასანჟის მიმართ საქმეა აღძრული აშშ-ი ჯაშუშობის მუხლით. მისი ვიკილკსის გზით ინტერნეტში გავრცელდა აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტები, დიპლომატიური ფოსტა, რაც კანონით იკრძალება. ასანჟს უსასყიდლოდ იცავს ცნობილი ესპანელი ადვოკატი, ბალტასარ გარსონი.
XS
SM
MD
LG