Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა მაჰმადიანებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს მაჰმადიან მოსახლეობას რამაზან ბაირამის დღესასწაული, წმინდა თვის, რამადანის დასრულება მიულოცა. ინტერპრესის საგენტოს მოჰყავს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტის ფრაგმენტი: “დღეს მუსლიმური სამყარო რამადანის დასრულებას ბაირამის დღესასწაულით აღნიშნავს. ვულოცავ ამ დღეს საქართველოს მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ და ძვირფას ნაწილს. ვუერთდები თქვენთვის მნიშვნელოვან დღესასწაულს და წარმატებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს ერთიან და ძლიერ საქართველოში”.
XS
SM
MD
LG