Accessibility links

სუდანში ავიაკატასტროფას მინისტრი და პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე შეეწირნენ


სუდანის სამხრეთში მომხდარ კატასტროფაში 30 ადამიანი დაიხოცა. მათ შორის არიან რელიგიის საკითხთა მინისტრი, ღაზი ას-სადეკი და სამართლიანობის პარტიის ლიდერი, მაკი ალი ბალაილი, იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება. თვითმფრინავი ჩამოვარდა სამხრეთ სუდანის, შარშან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებული რეგიონის, საზღვართან. მთარობი სდელეგაცია მიფრინავდა ქალაქ ტალოდიში, რამადანის, მაჰმადიანთა წმინდა თვის დასრულების აღსანიშნავად.
XS
SM
MD
LG