Accessibility links

logo-print

პაკისტანში ღვთის გმობის ბრალდებით, 11 წლის გოგონა დააპატიმრეს


პაკისტანში, 11 წლის გოგონა, ქრისტიანული ოჯახიდან, დააპატიმრეს მას მერე, რაც ის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ღვთის გმობაში, ყურანის გვერდების დაწვაში დაადანაშაულეს. პოლიციამ, გოგონა, რომელსაც ეგრეთწოდებული დაუნის სინდომი აქვს, დააკავა მეჰერაბადიში, ისლამაბადის რაინში, სადაც უპირატესად ქრისტიანები ცხოვრობენ. ღვთის გმობისთვის, პაკისტანში მოქმედი კანონი, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. გავრცელდა ცნობები, რომ ასობით ქრისტანი ტოვებს მეჰერაბადის, რადგან მაჰმადიანების შურისგების შიში აქვთ.
XS
SM
MD
LG