Accessibility links

ავღანელმა პოლიციელმა ნატოელი სამხედრო მოკლა


ნატოს ინფორმაციით, ავღანეთის პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა პირმა საერთაშორისო ჯარის სამხედრო მოკლა. ეს ასეთი ბოლო შემთხვევაა წელს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის დაურეკა და მოუწოდა მას, აღკვეთოს ასეთი თავდასხმები, რომელთა რიცხვი მხოლოდ ბოლო ორ კვირაში ათამდეა. ნატოს მონაცემებით, საერთაშორისო ჯარის 39 წარმომადგენელი იქნა დახოცილი ამგვარი 29 თავდასხმის დროს, მხოლოდ წელს. ზოგიერთ თავდასხმაზე პასუხიმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მან ავღანეთის უშიშროების ძალებში თავისი ხალხი „შეაგზავნა“.
XS
SM
MD
LG