Accessibility links

logo-print

სეტყვამ კახეთი დააზარალა


ძლიერმა სეტყვამ კახეთში გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონის სოფლები დააზარალა. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ყველაზე მეტად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ბოლოკიანი დაზარალდა, სადაც მოსავლის ნახევარი განადგურებულია. დაზარალდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჭრეთიც, სადაც სტიქიამ მოსავლის მესამედი გაანადგურა. "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.
XS
SM
MD
LG