Accessibility links

logo-print

"მე-9 არხის" მძღოლი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს


ტელეკომპანია "მე-9 არხის" მძღოლი გიორგი ლაღიძე რუსთაველმა სამართალდამცველებმა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, ტელეკომპანიის კუთვნილი ავტომანქანა კი ისევ საჯარიმო სადგომზეა გაჩერებული - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ "მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ. "მე-9 არხის" ცნობით, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის მანქანა რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე უკანა სვლით გადაადგილდებოდა, როცა მის უკან ველოსიპედით მოძრავი ახალგაზრდა შეშინდა და წაიქცა. არხის კორესპონდენტი აცხადებს, არსებობენ თვითმხილველები, რომელთა განცხადებითაც, "მე-9 არხის" მანქანა და ველოსიპედი ერთმანეთს არ შეხებიან. ტელეკომპანიის ცნობით, ველოსიპედისტი რომელსაც ხელ-ფეხზე და თავზე დამცავი ეკეთა, არ დაშავებულა, თუმცა საპატრულო პოლიციამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და ის საავადმყოფოში გადაიყვანა, მძღოლი კი დაკითხვაზე წაიყვანეს.
XS
SM
MD
LG