Accessibility links

logo-print

"პუსი რაიოტი" შეწყალებას არ მოითხოვს


პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის" წევრები, რომლებსაც ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს „პანკ-ლოცვის“ გამო“, რომელიც მათ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში აღავლინეს და რომლის ტექსტში მიმართვაა ღვთისმშობლისადმი, „პუტინი განდევნე“, არავითარ შემთხვევაში შეწყალებას არ ითხოვენ. ამის შესახებ ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა განაცხადა. მანვე დასძინა, რომ დაცვის მხარეს ჯერ არ მიუღია სასამართლოს განაჩენის ასლი, ამიტომ ჯერჯერობით არ შეუძლია განაჩენის გასაჩივრება.
XS
SM
MD
LG