Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ამერიკაში გმობენ ეკვადორისადმი ბრიტანეთის „მუქარას“


სამხრეთ ამერიკის ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ეკვადორს ლონდონში მისი საელჩოს მიმართ „მუქარასთან“ დაკავშირებით. საქმე ეხება ბრიტანეთის განცხადებას, რომ შესაძლოა, დიპლომატიური სტატუსი მოუხსნას ლონდონში ეკვადორის საელჩოს, რათა პოლიციელები შევიდნენ შენობაში, ინტერნეტ-პორტალ ვიკილიკსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დასაპატიმრებლად. სამხრეთ ამერიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვირას ეკვადორში გამართული შეხვედრისას მოუწოდეს მხარეებს, რომ დიალოგს მიმართოთ ერთმანეთისათვის მისაღები გამოსავლის მოსაძებნად. ჯულიან ასანჟს მოელის ექსტრადიაცია შვედეთში, სადაც მას წაყენებული აქვს სქესობრივი ძალადობის ბრალდებები. ის ბრალდებებს უარყოფს და შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს ვიკილიკსის წინააღმდეგ ქმედებით „კუდიანების დევნაში“. შეერთებულ შტატებში აწარმოებენ გამოძიებას ვიკილიკსის მიერ გასაიდუმლოებული დიპლომატიური მიწერ-მოწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG