Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში შვიდი ადამიანი დაიღუპა მეჩეთზე იერიშის შედეგად


იემენიდან გავრცელებული ცნობებით, შეიარაღებულმა პირმა მოკლა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი, როცა მლოცველები მეჩეთში აღნიშნავდნენ მუსლიმთა წმინდა თვე რამადანის დასრულებას. ოფიციალური პირების ცნობით, დაიჭრა 10 ადამიანი. თავდასხმა მოეწყო კვირას დეილში, რომელიც დედაქალაქ სანას სამხრეთით, 200-მდე კილომეტრში მდებარეობს. შეიარაღებული პირი დააკავეს. მას როგორც ჩანს, არა აქვს კავშირი ისლამისტ მეამბოხეებთან, რომლებიც ბოლო თვეებში იერიშებს აწყობენ იემენში. ასევე კვირას თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო სამხრეთ იემენში მდებარე აბიანში, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ადამიანი.
XS
SM
MD
LG