Accessibility links

logo-print

”ქართული ოცნების” განცხადებით, ცსკ უარს ეუბნება ისარგებლოს საარჩევნო ნომრით 7


დღეს კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ბლოკს "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" უარს ეუბნება ისარგებლოს საარჩევნო ნომრით 7, რომელიც ბოლო არჩევნებში ბლოკის წევრი კონსერვატიული პარტიის ნომერი იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის უარს კოალიციაში უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. დღესვე ცსკ-მ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მისი რომელიმე სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკის წევრ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბლოკის რიგითი ნომერი წილისყრით უნდა განისაზღვროს 25 აგვისტომდე. თავის მხრივ, არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციების იურისტები განმარტავენ, რომ ცსკ-ის მიერ მითითებული კანონის ნორმა ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ქმნის.
XS
SM
MD
LG