Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პოლიცია ეძებს "პუსი რაიოტის" სხვა წევრებსაც


რუსეთში პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ სამი წევრის გასამართლების შემდეგ პოლიცია ეძებს „პუსი რაიოტის“ სხვა წევრებსაც. პოლიციას არ დაუზუსტებია, რამდენ ადამიანს ეძებენ, ან აპირებენ თუ არა მათ დაპატიმრებას და მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში თებერვალში ჩატარებული, პუტინის საწინააღმდეგო აქციისათვის ბრალდებების წაყენებას. პარასკევს სასამართლომ ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა „პუსი რაიოტის“ წევრ სამ ახალგაზრდა ქალს ეკლესიაში აღვლენილი „პანკ-ლოცვისათვის“: „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“.
XS
SM
MD
LG