Accessibility links

თათრეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი სავარაუდო ტერორისტი


თათრეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ მიეკუთვნებოდა ტერორისტული თავდასხმის გეგმის მქონე ისლამურ ჯგუფს. ამ წყაროს ცნობით, აფეთქება, როგორც ჩანს, გამოიწვია თვითნაკეთმა მოწყობილობამ. ის შემთხვევით აფეთქდა ორშაბათს დილით, როცა სამი სავარაუდო ტერორისტი კაზანიდან ზელენოდონსკში მიემგზავრებოდა. ოფიციალური პირების ცნობით, სამი მამაკაცის გვამები ავტომატებთან, ისლამისტურ პროკლამაციებთან და წიგნებთან ერთად იპოვეს აფეთქებული ავტომანქანის ნამსხვრევებში.
XS
SM
MD
LG