Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი სირიის პრეზიდენტს აფრთხილებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აფრთხილებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს - არ გამოიყენოს და არ გადააადგილოს ქიმიური იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ობამას განცხადებით, აშშ-ის მიდგომა - როგორ უპასუხოს სირიაში მიმდინარე კონფლიქტს - შეიცვლება. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ”მოცემული მომენტისთვის” აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის მას არ მიუცია ბრძანება სირიაში შეჭრის შესახებ. თუმცა, აშშ ”დიდი ყურადღებით აკვირდება ვითარებას” და ადმინისტრაციას ”მომზადებული აქვს არაერთი შემაკავებელი გეგმა”. ობამა აცხადებს, რომ, თუკი ასადი შეუდგება ქიმიური იარაღის გადაადგილებასა და გამოყენებას, ამას ”უდიდესი შედეგი” მოჰყვება. აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, რომ ეს იქნება ”წითელი ხაზის” გადაკვეთა.
XS
SM
MD
LG