Accessibility links

ევროსაბჭო შეშფოთებას გამოხატავს ანგარიშების დაბლოკვის გამო


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოზე - დანიელმა დეპუტატმა მიკაელ აასტრუპ იენსენმა და ლატვიელმა დეპუტატმა ბორის ცილევიჩსმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური კოალიცია ”ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშების დაბლოკვის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, რითაც ხელი ეშლება კოალიციის მონაწილეობას 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გადაჭარბებული და არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება ფაქტობრივად ხელს უშლის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ აქტივობას. ეს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობის შესახებ პერიოდული ბრალდებებისა და ისეთი სანდო ორგანიზაციების ინფორმაციის ფონზე, როგორიც არის ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებების სამართლიანობას” - აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოზე. - ”კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის არსი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნაა და არა საარჩევნო რბოლიდან რომელიმე მათგანის განდევნა. მომავალ არჩევნებსა და მის დემოკრატიულად ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და უზრუნველყოს ყველა პარტიის, მათ შორის - კოალიცია ”ქართული ოცნების”, სრულფასოვანი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში”, - აღნიშნულია გავრცელებულ პრესრელიზში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორი თანამომხსენებლი მიმდინარე წლის 11-12 სექტემბერს ეწვევა საქართველოს ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის ფარგლებში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG