Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოკვლევის დასაწყებად მიმართეს


სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოკვლევის დასაწყებად მიმართა დღეს ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”. მისი მიმართვის საფუძვლად იქცა სტუდია ბი-თი-ვის ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით „ნაციონალური შემომწირველები და თვალებახვეული თემიდა.“ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აღნიშნავს, რომ ფილმში მოყვანილი მასალის თანახმად, 27-მა ფიზიკურმა პირმა, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და სახელმწიფოსგან 30-ლარიან დახმარებას ითხოვენ, ნაციონალურ მოძრაობას შესწირეს 651 440 ლარი. ამავე გამოძიების თანახმად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 283 956 ლარი შესწირა შვიდმა პირმა, რომელთა ქონება დაყადაღებული იყო. ეს და სიუჟეტში მოცემული სხვა მასალა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს უკანონო შემოწირულების განხორციელებას, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის დარღვევას წარმოადგენს - აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
XS
SM
MD
LG