Accessibility links

logo-print

ფინანსური მონიტორინგის სამსახური სწავლობს 32 პირის მიერ შეწირული თანხების კანონიერებას


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ ამჟამად სწავლობს პოლიტიკური გაერთიანებებისათვის 32 პირის მიერ შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერებას. სამსახურის ცნობით, ოცდაერთმა პირმა თანხა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირა, ექვსმა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს," სამმა რესპუბლიკურ პარტიას და ორმა პირმა „თავისუფალი საქართველოს." ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დადგენის მეოთხე ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება 10 აგვისტოს დაიწყო, მიმდინარეობს კომერციული ბანკებიდან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვა და მისი ანალიზის შემდეგ მოწმის სტატუსით მიიწვევენ პირებს, რომლებმაც პარტიებს თანხები შესწირეს.
XS
SM
MD
LG