Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტული პარტია მოითხოვს დებატების ადგილისა და დროის დაკონკრეტებას


ლეიბორისტული პარტია მოითხოვს, რომ "ქართულმა ოცნებამ" და ხელისუფლებამ დააკონკრეტონ, თუ სად და როდის დაუჯდებიან დებატებში შალვა ნათელაშვილს - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ. მისივე თქმით, ლეიბორისტების მოწოდებას პირდაპირი სატელევიზიო დებატების შესახებ მოჰყვა შიშნარევი თანხმობა და ზოგადი განცხადებები ხელისუფლებისა და მისი სატელიტი "ქართული ოცნების" მხრიდან, ამიტომ პარტია კონკრეტული დროის და ადგილის დასახელებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG